"მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს ივანიშვილს, კალაძეს და კობახიძეს" | რესპუბლიკელი სენატორი უიკერი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი ბაიდენის ადმინისტრაციას ივანიშვილის, კობახიძისა და კალაძის დასანქცირებისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას სანქციები დაუწესოს ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და პრემიერ-მინისტრ კობახიძეს." ამბობს სენატორი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია. 

მისი თქმით, საქართველოს რესპუბლიკა თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახლია, "რომლებიც ერთ დროს მოსკოვის ფეხქვეშ იყვნენ და იქ დაბრუნება არ სურთ“.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი