უკრაინაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორი უილიამ ბერნსი იმყოფებოდა. ინფორმაციას და მასთან შეხვედრის ფოტოს, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ ეს ბერნსის ბოლო ვიზიტია კიევში, CIA-ს ხელმძღვანელის რანგში.
20 იანვრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს დონალდ ტრამპი დანიშნავს.
როგორც ზელენსკი აცხადებს, მან ომის განმავლობაში ბევრი შეხვედრა გამართა უილიამ ბერნსთან და ეს შეხვედრები არ გასაჯაროებულა:
"მე და მას ბევრი შეხვედრა გვქონდა ამ ომის დროს და მადლობელი ვარ მისი გაწეული დახმარებისთვის. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები საჯაროდ არ ცხადდება და ჩვენი ყველა შეხვედრა - უკრაინაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში - ოფიციალური ინფორმაციების გარეშე გაიმართა. მაგრამ ახლა, ბოლო ვიზიტის შემდეგ, ღირს ღიად თქმა...
ჩვენ არ ვამხელთ საიდუმლოებებს, მაგრამ ვაგრძელებთ კონტაქტს. ჩვენ ალბათ კიდევ ვნახავთ ერთმანეთს და აუცილებლად შევხვდებით, როგორც კი ეს ომი რეალური, საიმედო მშვიდობით დასრულდება, რისთვისაც ერთად ვმუშაობთ" წერს ზელენსკი.