"ოცნების" მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს, ეს არაა დემოკრატია, ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა" | რიჰარდს კოლსი

გამოქვეყნდა:

"ტყუილები იზრდება, სანამ თავიანთ მომგონებს მთლიანად არ გადაყლაპავენ. "ქართული ოცნების" უახლესი გამოგონება და მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს: ამომრჩევლების დაშინებას, ძალადობასა და სისტემურ მანიპულაციას ვერ დამალავს.

ეს არ არის დემოკრატია, ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა. საერთაშორისო საზოგადოებამ ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა უნდა გააგრძელოს იმისთვის, რომ აღადგინოს საქართველოს გზა თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება.

ძველი საბჭოური ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ყოველთვის" 

- წერს ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი