"აშშ-ს სანქციების სიაში უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები" | ლორა თორნტონი

გამოქვეყნდა:

თბილისში არსებული ვითარება იყო განხილვის თემა ატლანტიკური საბჭოს და ევრაზია-ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გზებზე, რომლითაც აშშ-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ძალისხმევას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის შენარჩუნებაში. "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელ ლორა თორნტონის მოსაზრებით, იმისთვის რომ ქმედებებს შედეგი მოჰყვეს სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და აუცილებელია, რომ სიაში იყოს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები.

"ჩვენს დელეგაციას მიაჩნია, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებდა არც თავისუფლების და არც სამართლიანობის სტანდარტს. ჩვენს მისია ასევე მტკიცედ სწამს, რომ პარლამენტის მოწვევის გზები არაკანონიერი იყო და ისინი პარლამენტის არალეგიტიმური წევრები არიან. შესაბამისად პრეზიდენტის არჩევაც მათი მხრიდან იყო არალეგიტიმური.

ჩვენმა მისიამ ასევე დასკვნის სახით თქვა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობაც არის არალეგიტიმური, რადგან ის ტანჯავს საკუთარ ხალხს. ჩვენ პროტესტის არაერთ მონაწილეს ვესაუბრეთ, შემაძრწუნებელია არა მხოლოდ პირადი ისტორიები ამ ახალგაზრდა ადამიანების, არამედ ისიც, რომ ამ წამებას აქვს სისტემატური და ორკესტრირებული ხასიათი. ადამიანების ცემა ქუჩაში, შემდეგ დაკავების მანქანებით მათი გადაყვანა პოლიციის ოფისებში და შემდეგ საავადმყოფოებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ფსონს დებს დასავლურ სისუსტესა და ავტოკრატიულ სიძლიერეზე. მათ სჯერათ, რომ ამ ქმედებებს შედეგები არ მოჰყვება და ასევე ასახელებენ ტრამპის ადმინისტრაციას მხსნელად.

ქართული ოცნება ბელარუსიზაციის გზას ადგას და ამ დროს სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ შორის ფინანსური სანქციები. კარგია რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა 2 პირს, მაგრამ ამ სიაში უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები." - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი