"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმისგან, რაც ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. იმ პერიოდში სანქციები ყველაზე მძლავრი იარაღი იყო, მაგრამ ახლა საქართველოში პრობლემა მხოლოდ სანქციების დაწესებით არ მოგვარდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამისთვის ახლა ხელახალი არჩევნებია, ამის გარეშე ქვეყნისადმი არ იარსებებს არანაირი ნდობა; ამ მთავრობას არ ექნება დემოკრატიული ქვეყნების აღიარება- განსაკუთრებით იმის გამო, რაც მათ ქუჩებში [დემონსტრანტების წინააღმდეგ] ჩაიდინეს- ეს მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების მოპარვას არ ეხება, არამედ ძალადობას, რომელსაც ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ.
ასე რომ, ახლა მხოლოდ სანქციებზე არაა ფოკუსი, არამედ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ორგანიზება და შემდეგ [ქართველმა] ხალხმა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში უნდა დააფიქსიროს თავისი სურვილი. თუ ისინი ისევ იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პარტიის სჯერათ, კი ბატონო, ეს მათი არჩევანია. მაგრამ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" მიერ, როდესაც ყველა საარჩევნო კომიტეტი მათ ხელშია. ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს ნეიტრალურმა ორგანიზატორმა, ყველა უნდა დათანხმდეს მას. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ."
- ამბობს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე.