"ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში... გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ და 3000 ადამიანი გამოვიდა. შარშანდელ ფოტოებს აზიარებდნენ" | ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპროტესტო მუხტი ჩაქრა და რუსთაველზე მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება.

"ხედავთ რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში, გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ და 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს მთელი ამ კვირების განმავლობაში პოლიციის გამოწვევა. შესაბამისად არის მძიმე ემოციური ფონი და ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ეს აისახება სალომე ზურაბიშვილზეც." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციას, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს ახალი არჩევნების დანიშვნის გეგმა აქვს, თუმცა ეს ქმედება უსაფუძვლო მცდელობა და ამასთან ერთად დანაშაულიც იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი