ამ წუთებში, თბილისში ფრანკოფონების მარში მიმდინარეობს. ისინი საფრანგეთის საელჩოსთან, 14:00 საათზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიდიან, შემდეგ კი ფრანგულ ინსტიტუტთან მივლენ. მარშის მონაწილეების საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტი იქნება.
მსვლელობაში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც.