სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მუღლაში, სასწავლო-კვლევით ჰოსპიტალში ავიაკატასტროფა მოხდა. სამედიცინო ვერტმფრენი ჯერ ჰოსპიტალის შენობის მაღალ სართულს შეეჯახა, შემდეგ კი ძირს ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ავიაკატასტროფას, რომელიც ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა, 4 ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად არასათანადო კლიმატური პირობები და ნისლი სახელდება.
დაღუპულთა შორის 2 მფრინავი, ექიმი და სამედიცინო მუშაკია, რომლებიც ვერტმფრენში იმყოფებოდნენ. საავადმყოფოს შენობაში არავინ დაშავებულა