ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს შეიმუშავებს. ინფორმაციას რამდენიმე უცხოური გამოცემა ბრიუსელში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება, რუსეთ-უკრაინის ომის მე-3 წლისთავზე, თებერვალშია დაგეგმილი.
წყაროს ცნობით, ახალი პაკეტი უნდა იყოს "მკაფიო სიგნალი" მოსკოვისთვის და რუსეთის ეკონომიკურ სექტორზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან ის კონკრეტული პირები და ორგანიზაციები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტებად მიიჩნევიან და პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.
წყარო ამბობს, რომ ევროკავშირს სურს შემოიღოს სავიზო შეზღუდვები და გაყინოს აქტივები იმ პირების მიმართაც, რომლებიც რუსეთისთვის ჯაშუშობდნენ, ასევე მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში.