"ზეწოლა ამომრჩეველზე და მუქარა საჯარო მოხელეების მისამართით" | ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა და არჩევნებზე გამოვლენი დაღვევები

გამოქვეყნდა:

ეუთო/ოდირმა 53-გვერდიანი დოკუმენტი არჩევნებიდან ორ თვეში გამოაქვეყნა. მასში დეტალურადაა განხილული არა მხოლოდ არჩევნების დღეს განვითარებული პროცესები, ამომრჩეველზე ზეწოლა და შურისძიების მუქარა, არამედ ისიც, თუ რა ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვა ცესკოსა და სასამართლოში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ასახულმა პრობლემებმა "ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ". 

ძირითადი დარღვევები - ზეწოლა ამომრჩეველზე და პირდაპირ მუქარა საჯარო მოხელეების მისამართით. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სულ მცირე უბნების 24%-ზე. ასევე, მიზანმიმართულად მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება, ადმინისტრაცია დაექვემდებარა მმართველი პარტიის კონტროლს და გაუქმდა ოპოზიციური მოადგილის პოზიცია. ცესკომ არ მისცა დაინტერესებულ მხარეებს წვდომა იმ პროცესებთან და დოკუმენტაციასთან, რომელიც ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობებს შეეხებოდა. საარჩევნო დავების დაჩქარებულმა განხილვამ, როგორც ცესკოში, ისე სასამართლოებში ძირი გამოუთხარა ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას და ასე შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიას, არასდროს არ ჩაუწერია დასკვნაში იყო თუ არა რომელიმე კონკრეტული არჩევნები ლეგიტიმური. ეს არ არის ამ ორგანიზაციის კომპეტენცია. თუმცა, როგორც წესი, იწერება ხოლმე, რომ ესა თუ ის არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე კი იქ მსგავსი არაფერი წერია. სამაგიეროდ წერია, რომ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტული კრიტიკული საკითხები უნდა მოგვარდეს სასწრაფოდ და საფუძვლიანად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი