ყალბი დამკვირვებლები | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის არჩევნებს არა მხოლოდ ეუთოს/ოდირისი მისია აკვირდებოდა, იყვნენ სხვა გამოცდილი და სანდო დამკვირვებლებიც. თუმცა უცხოეთიდან ჩამოსულ მცირე დელეგაციებსა და ინდივიდუალურ დამკვირვებელს შორის ევროპელმა ჟურნალისტებმა მრავლად იპოვეს ე.წ. ყალბი დამკვირვებლებიც. 

ისინი, როგორც წესი, ევროპის პოლიტიკური წრეებიდან არიან, თუმცა ძალზე საეჭვო წარსულით და მჭიდრო კავშირებით რუსეთთან. მათ შორის, არიან ადამიანები რომლებიც მაგალითად აკვირდებიან არჩევნებს სხვა ავტორიტარული რეჟიმების პირობებში და შემდეგ აღტაცებულ ანგარიშებს წერენ, არიან ისეთებიც, რომლებიც მაგალითად საქართველოშიც აკვირდებიან არჩევნებს და ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასშიც, არიან კორუფციაში მხილებული პირებიც და არიან  ისეთებიც, ვისაც დაუფარავი და მჭიდრო კავშირი აქვს კრემლის ელიტასთან. ერთი სიტყვით, ეს ევროპელები და დასავლური ქვეყნებიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ადამიანები ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს დემოკრატიული დასავლეთი "ქართული ოცნების" არჩევნებს აღიარებს და ნდობას უცხადებს. 

არც ისაა შემთხვევითი, რომ ეს ყალბი დამკვირვებლები "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული ტელეარხების შეუცვლელი სტუმრები იყვნენ არჩევნების მომდევნო დღეებში და არც ისაა შემთხვევითი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ ყალბი ალტერნატიული რეალობის შექმნით კიდევ ერთი თავი გადმოიწერა რუსული სამოქმედო გეგმიდან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი