"ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დათმო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს აქ მრავალთა მარშს შორის მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძის მარში და სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დათმო და ანწუხელიძესთან ერთად, ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომელთა გამოც აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, თორემ საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება, საქართველო არასოდეს არ თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართლები ხართ თქვენ," - განაცხადა პრეზიდენტმა.