"ზურაბიშვილს მოუწყვეს დივერსია, რომ ბოლომდე თავის სიტყვა ვერ დაესრულებინა... საბოლოო ჯამში, მაინც გავიგეთ რასაც აპირებს პრეზიდენტი" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დღეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტთან სიტყვით გამოსვლის დროს მოუწყვეს დივერსია. ის [სიგნალის ჩახშობის მიზნით] კაბელის გადაჭრაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომხდარის მოკვლევას ჩაატარებენ.

"მაინც მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ ხვალ საღამომდე "ქართულ ოცნებას" აქვს ვადა, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების დანიშვნაში, თუ ეს არ მოხდება, ვნახოთ პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს. პრინციპში მაინც გავიგეთ დღეს სათქმელი რაც იყო. განსხვავებით კალაძისგან, რომელმაც ნაძვის ხის ნათურები იმიტომ ვერ აანთო, რომ ხალხი არ იყო უბრალოდ, ამ შემთხვევაში ზურაბიშვილმა თავის საუბარი ვერ დაასრულა, მხოლოდ იმიტომ რომ კაბელი გადაჭრეს. ამას ვადგენთ და საზოგადოება გაიგებს. სალომე ზურაბიშვილს მოუწყვეს დივერსია, რომ ბოლომდე თავის სიტყვა ვერ დაესრულებინა. ზურაბიშვილი არსად არ მიდის და შეუძლია ეს მიმართვა ჩაწეროს და საზოგადოება ამას ტელევიზიებით გაიგებს. საბოლოო ჯამში, მაინც გავიგეთ რასაც აპირებს სალომე ზურაბიშვილი. ხვალ, დღის ბოლომდე "ოცნების" პასუხი უნდა იცოდეს პრეზიდენტმა, იმასთან დაკავშირებით ახალ არჩევნებზე რას ფიქრობენ, თუ არადა ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე", - თქვა გვარამიამ.
 

ამასთან, გვარამიას თქმით, პროდასავლური ოპოზიციის კოორდინაცია პრეზიდენტთან არის სრული, რადგან სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია.

"კოორდინაციის მასშტაბი არის სრული. პრეზიდენტის პოზიცია არის ერთადერთი სწორი, ის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია ხალხის. ბუნებრივია, რომ ქართული პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ხალხს წარმოადგენს, განსხვავებით "ოცნებისგან" ვერ იქნება მასთან კოორდინაციაში ყოფნის გარეშე. დაველოდებით გადაწყვეტილებებს, რომელსაც პრეზიდენტი მიიღებს და ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორ შეიძლება ვიპოზიციონიროთ ჩვენც მის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებებიც წინასწარ იქნება გავლილი ოპოზიციასთან, როგორც ამას საჭიროებს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დღეს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი", - აღნიშნა მან.

კრიზისიდან გამოსვლის გზად, გვარამია არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებს:

"ჩემი დაკვირვებით, ვერ ვხედავ სხვა გადაწყვეტილებას გარდა პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნისა. ამის ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლების ლეგიტიმური წყარო. ვნახოთ რას იტყვის პრეზიდენტი... ივანიშვილს მოუწევს ამ ქვეყნიდან წასვლა, რაც უფრო სწრაფად ცხადი გახდება მისთვის რა გადაწყვეტილებაა სწორი, მით უფრო კარგია მისთვის და რა თქმა უნდა ქვეყნისთვისაც. გატაცებების სერიები როგორც წესი ხელისუფლებისთვის არასდროს არ მთავრდება კარგად, მაგრამ მთავარი რასაც გვართმევენ, ეს არის ევროპის მოტაცება - ამ ქვეყნიდან მიაქვთ ევროპული პერსპექტივა, ეს ერთხელ სსრკ-მ გააკეთა, მეორედ სსრკ-ის გავლენა ამ ქვეყანაში ვერ აღდგება", - განაცხადა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში. 

ცნობისთვუის, რუსთაველზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს ოლიგარქის პოლიციამ სიგნალი ჩაახშო

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი