"რუსეთის მეგობარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი სანქცია საქართველოს ვერ დაუწესდება, ეს არის განაჩენივით" | გიორგი ხიშტოვანი

გამოქვეყნდა:

"სანქციებს დღემდე სიმბოლური ხასიათი აქვს. მგონია, რომ უმნიშვნელოვანესია არა 1 კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ სიაში შეყვანა, არამედ, მნიშვნელოვანია დასავლეთის ზოგადი აღქმა, თუ ვისთან აქვს საქმე, როდესაც საუბარია საქართველოში მმართველობის სისტემაზე.

დღეს, დასავლეთი უკვე ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ საქმე რუსეთის და კრემლის მეგობარ პარტიასთან აქვს. შესაბამისად, ვერ წარმომიდგენია სანქციები, რომელიც ამ აღქმაზე დიდი დარტყმა იქნებოდა საქართველოსთვის. ჩემი აზრით, ეს არის განაჩენივით და ეს განაჩენი თავის მხრივ ყველაფერზე მოქმედებს. დასავლეთისთვის, ჩვენ ვყალიბდებით რუსეთის მეგობარ სახელმწიფოდ, რუსეთის მეგობარი სახელმწიფო უკვე სანქციაა. ამაზე მნიშვნელოვანი სანქცია საქართველოს ვერ დაუწესდება.

აღქმა, რაც დასავლეთს საქართველოზე აქვს ყველა სექტორზე მოქმედებს, დაწყებული მშენებლობის სექტორით, ტურიზმით დასრულებული. შესაბამისად, ყველა ტიპის ურთიერთობა, რომელიც დასავლეთს საქართველოსთან ჰქონდა, ამ ჩარჩოს ქვეშ უნდა მოექცეს

საქართველო ყველაზე მეტად მოწყვლადი ფინანსური სანქციების მიმართ არის. შესაბამისად, თუ საქართველოს საფინანსო სექტორს ფინანსური სანქციები დაუწესდა, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს კატასტროფა იქნება. ვინაიდან, მთლიანი სისტემის ჩამოშლა მყისიერად მოხდება და ამას გაცვლით კურსზე და სხვა კომპონენტზე მყისიერად ექნება ეფექტი. თუმცა იმედი მაქვს ეს არ მოხდება, რადგან ქართულ ეკონომიკას ეს მთლიანად გაანადგურებს"

ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი