HR-ების, იურისტებისა და ქოუჩების განცხადებით, მათ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო სამსახურში პრობლემა შეექმნა, უფასო კონსულტაციას გაუწევენ.
"თუკი სამსახურში დისკრიმინაციის ან წნეხის მსხვერპლი ხარ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო, სამსახურის შეცვლა გსურს, ან სულაც დატოვე პოზიცია, HR-ები, იურისტები და ქოუჩები გაგიწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოქალაქეებს ინდივიდუალურ კონსულტაციაზე მისვლა 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე, სასტუმრო Holiday Inn-ში შეუძლიათ, მანამდე კი წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.