საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. 

გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებიან. პროცესს არ ესწრება თავად გვარამია.

გვარამიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია და სინამდვილეში ოლიგარქის პოლიცია და მართული სასამართლო პროტესტის ჩახშობას და ოპონენტების დაშინებას ცდილობს.

ადვოკატის თქმით, არსებობს კადრები, რომლითაც გვარამიას უდანაშაულობა დასტურდება, თუმცა მოლოდინია, რომ მოსამართლე უსამართლო, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი