ოლიგარქის სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ გამოიტანა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5 000 ლარი ჯარიმა მომისაჯა", - წერს გვარამია.
გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ.
მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია და სინამდვილეში ოლიგარქის პოლიცია და მართული სასამართლო პროტესტის ჩახშობას და ოპონენტების დაშინებას ცდილობს.