"ახალი არჩევნებია მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული და ეს "ოცნების" გარეშეც შესაძლებელია" | პროდასავლური პარტიები კონსულტაციებზე იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ლიდერები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ის მთავარი მოთხოვნაა, რომელიც უკვე 26 დღეა დგას - ახალი არჩევნების დანიშვნა და სტრატეგიის განსაზღვრა, როგორ უნდა მივიდეს პროცესი აქამდე.

შეხვედრას ესწრება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც.

პარტიები თანხმდებიან, რომ  ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს ახალმა ადმინისტრაციამ და არა ცესკოს მოქმედმა შემადგენლობამ. 

"პირველ რიგში, ახალი არჩევნებია მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული და თუ ქართული ოცნება ამაზე არ წამოვა, ეს მის გარეშეც შესაძლებელია. მთავარი კომპონენტი ხალხია ამ ახალი კონსტრუქციის, რომელიც დემოკრატიას უკავშირდება საქართველოში იმიტომ, რომ დღეს ქუჩის დემოკრატიით იმართება ქვეყანა. მეორე - გამორიცხულია, რომ არჩევნები ჩაატაროს ამ ცესკომ, ან ამ ადმინისტრაციამ ზოგადად. ადმინისტრაცია უნდა იყოს ახალი, დიდი საერთაშორისო ჩართულობით შექმნილი და შერჩეული და მისი უფლებამოსილება არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ერთ მოქმედ სახელმწიფო ორგანოსთან გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დოკუმენტური საკითხებია გასარკვევი." განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი