"საქმეში ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა" | ადვოკატი ნიკა გვარამიას დაჯარიმებაზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, ბექა კვინიკაძე ამბობს, რომ საქმეში, რომელშიც ოლიგარქის სასამართლომ გვარამია გაამტყუნა, ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიტანა გაურკვეველი სახის მტკიცებულებები, სადაც ნიკა გვარამია უბრალოდ დგას, ადგილი, ტერიტორიაც კი არ ირკვევა. მე პირადად ვერ ამოვიცანი, რა ადგილი იყო, არაფერი არ ირკვეოდა...

საქმეში ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი ეს არის ქმედების სამართალი, ანუ უშუალოდ მტკიცებულების სახით საქმეში უნდა იყოს ქმედების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება, პირი ჩადის ამა თუ იმ სამართალდარღვევას, რასაც ამ საქმეში მტკიცებულების სახით ვერ ნახავთ, როგორც სხვა საქმეში", - ამბობს ადვოკატი.

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ გამოიტანა. გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი