"ბიზნესს, 2 000-ზე მეტ კომპანიას დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ ახლა, მნიშვნელოვანია სიტუაციის სასწრაფო დეესკალაცია. ამისთვის, მოთხოვნილი გვაქვს ხელახალი არჩევნები და პატიმრების განთავისუფლება. ბიზნესისთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი და დღეს ეს სტაბილურობა არაა. მოვუსმენთ და ალბათ მივიღებთ მათგანაც პასუხს",
ამის შესახებ "არსის" გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ არალეგიტიმურ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.