"პოლიციელს ვემუდარებოდი, არ დაეკავებინა გულწასული ადამიანი; მაგ დროს მომხვდა ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას" | ბახუტაშვილი მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს:

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ გვიან მივედი, უკვე 30 თენდებოდა, აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს და ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა და არ დაეკავებინა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი ამეხსნა, რომ მისთვისაც ცუდი იქნებოდა, თუ ხელში ჩააკვდებოდა ეს ადამიანი. არც გზაზე გადავღობებივარ, უკნიდან მივყვებოდი და თხოვნით შემოვიფარგლებოდი, ფიზიკურადაც არ შევხებივარ. მაგ დროს უკნიდან გავიგე გინება და მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვთხოვდი, რომ არ დაეკავებინათ" თქვა ბახუტაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ბახუტაშვილის საქმესაც, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეების, სანქცირებული მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი