მოსამართლეები, რომლებიც მიკერძოებულად განიხილავენ აქციებზე დაკავებულების სისხლის სამართლის საქმეებს და წინასწარ პატიმრობაში უშვებენ მათ

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები იმ მოსამართლეების ვინაობას ასახელებენ, რომლებიც მიკერძოებულად განიხილავენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების სისხლის სამართლის საქმეებს და წინასწარ პატიმრობაში უშვებენ მათ. 

  • თამარ მჭედლიშვილი - განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ნიკოლოზ კაციას, ალეკო ელისაშვილის და სხვების საქმეები;
  • ირაკლი ხუსკივაძე; - განიხილა "დაფიონის" დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 დაკავებულის საქმეს;
  • დავით კურტანიძე - განიხილავდა მათე დევაძის საქმეს
  • ლელა მარიდაშვილი - განიხილავდა გიორგი ახობაძის და საბა სხვიტარიძის საქმეებს;
  • დავით მგელიაშვილი - განიხილავდა საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას საქმეებს; 
  • ნანა შამათავა - განიხილავდა დავით ლომიძისა და თენგო ზასოხაშვილის საქმეებს; 
  • ლევან ყოლბაია - განიხილავდა ბათუმში დაკავებული პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეს; 

"შეინიშნება მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი. სასამართლო სხდომებზე ისინი სვამენ კითხვებს, რომლებიც ემსახურება ბრალდების მხარის ინტერესებს, ასევე ისინი თვალს ხუჭავენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ხარვეზებზე, მათ უკანონობაზე, მაშინ, როცა რეაგირება არ აქვთ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით" აღნიშნავს "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

იმის გამო, რომ სასამართლო ჩართულია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში და პატიმრები ჩვენების მიცემის სანაცვლოდ წამებაზე საუბრობენ,  არასამთავრობოები  პროკურატურისგან მოითხოვენ, სასამართლოში შევიდნენ შუამდგომლობთ, პატიმრობაში მყოფი პირების აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი ფორმით შეიცვალოს.  

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი