ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს ანგარიშის რეკომენდაციების სრულად შესრულების მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ პია კაუმამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და ეუთო-ს მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში გააზიარა.
"იხილეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მე მოვუწოდებ ამ ანგარიშში შემავალი რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ", – წერს პია კაუმა.