"როცა არჩევნები არ შემდგარა და გაყალბდა, ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"როცა არჩევნები არ შემდგარა და გაყალბდა, ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"როცა არჩევნები არ შემდგარა, გაყალბდა ამ ფორმით და ნდობა აღარ არის ქვეყანაში და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ყველაფერი, რაც არჩევნებს მოჰყვება ზოგადად დემოკრატიულ სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი აღარ არის დამაჯერებელი, აღარ არის ლეგიტიმური და აღარ არის კონსტიტუციური. შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, როდესაც ნდობა არის დაკარგული ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ, კანონის მიმართ, სასამართლოს მიმართ, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ახალგაზრდებს ხან აჯარიმებს, ხან აკავებს. პოლარიზაცია იზრდება და იზრდება იმიტომ, რომ მოდის ვითომცდა გამარჯვებული მხარიდან, რომელიც უნდა იყოს გამარჯვებული, ლაღი, ახალი წელი მოდის, იმათგან მოდის ძალიან დიდი დაცინვა, შეურაცხყოფა და სიძულვილი. ესეც კრიზის ნაწილია. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს ერთად უნდა ვიცხოვროთ. ეს არ არის დიდი ქვეყანა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი