"ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა.
"29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ და ვთქვა, რომ აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ და მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები 29-ის მერე. მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება ყველა თქვენგანის მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანასა და სამშობლოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.