"ახალი არჩევნები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან...პრეზიდენტი დავარწმუნე ურყევ მხარდაჭერაში" | ანდჟეი დუდა ზურაბიშვილს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. 

როგორც დუდა სოციალურ ქსელში წერს, მან ზურაბიშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. 

"ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს ურყევ მხარდაჭერაში მისი ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მათ აქვთ განუყოფელი უფლება იმოძრაონ ერთიანი ევროპისკენ. ახალი არჩევნები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად - არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს პოლონეთის პრეზიდენტი X-ზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი