ისრაელმა ოფიციალურად პირველად დაადასტურა, რომ "ჰამასის" ლიდერის, ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა

გამოქვეყნდა:

ისრაელი პირველად ადასტურებს, რომ “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა. განცხადება ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, იაჰია სინვართან და ჰასან ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, - განაცხადა ისრაელ კაცმა სიტყვით გამოსვლისას და პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან და ძლიერად დაარტყამენ მათ. 

"ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, ივლისში მოკლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი