უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, როსტოვის ოლქში მდებარე ავიაბაზაზე იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, როსტოვის ოლქში მდებარე ავიაბაზაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საფრენი აპარატების სამიზნე, შესაძლოა, მილეროვოს ბაზაზე დარჩენილი მოიერიშე Су-25-ები ყოფილიყო, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ფრონტის ხაზზე ჯერ კიდევ იყენებს.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსული მხარე აცხადებს, რომ 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი თავდასხმების სამიზნე არაა ყოველთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურის ან აღჭურვილობის განადგურება, არამედ ხშირად მიზანი არის "გაზარდონ რუსეთის ომთან დაკავშირებული ხარჯები", ასევე შიშს დათესვა, ოპერაციების ჩაშლა და რისკების გაზრდა.

მათივე თქმით, ოფიციალური კიევის ეს სტრატეგია მუშაობს, რადგან მსგავსი თავდასხმების შემდეგ, რუსეთი იძულებული ხდება ჯარების განლაგება შეცვალოს და ფრონტის ხაზიდან უკან დახიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი