აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ცხელების განვითარების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, 78 წლის კლინტონი ვაშნგტონის კლინიკაშია მოთავსებული.
"პრეზიდენტი კლინტონი დღეს შუადღისას სიცხის მომატების გამო მოათავსეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებისა და დაკვირვებისთვის. ის მხნედ არის", - წერს კლინტონის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, ანხელ ურენია სოციალურ ქსელში.