ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ 2025 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაახლოებით 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს დაამზადებს.
”ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული არ შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები თავდაცვის ინდუსტრიაში ევროკავშირის გარეთ ინვესტიციებზე. თუმცა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ან გაყინული რუსული აქტივებიდან ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის შესაძენად. “- დასძინა მან.
ევროკომისრის თქმით, მომავალ წელს ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდ ევროს გადასცემს და კიევი თავად შეძლებს გადაწყვიტოს რაში გამოიყენებს მას. ასევე, ევროკავშირი ამჟამად ახორციელებს მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ინტეგრირდეს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში.