"თუ იქნება შესაძლო გადაცდომა..." | საკრებულოს თავმჯდომარე მოძალადე პოლიციელების ქმედებებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისთვის, "სამართალდამცველების" მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელიც უკვე შეფასდა წამებად, " შესაძლო გადაცდომაა": 

იმ შემთხვევაში , თუ რაიმე გადაცდომა იქნება ძალადობრივი მეთოდებით მომიტინგეების მხრიდან, რა თქმა უნდა პოლიცია შესაბამისად [იმოქმედებს]] რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომას... თუ რაიმე გადაცდომა არის, გამოძიება ამას ყველაფერს გასცემს პასუხს, მაგრამ ნუ ვიქნებით სუბიექტურები, თუ არის ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, ნუ გაგიკვირდებათ, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან." ამბობს "ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარე ტყემალაძე. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში კახა კალაძე დღეს 2025 წლის ბიუჯეტს წარადგენს დასამტკიცებლად. სხდომას ოპოზიცია პროტესტს ნიშნად არ ესწრება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი