"ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე.
მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დამაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა ის თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.
ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში.
რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო."
წერს სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.