24 დეკემბრის ღამეს ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი Урса Майор ჩაიძირა. სავარაუდოდ, მას სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 16 მეზღვაურიდან 14 მაშველებმა კარტახენას პორტში გადაიყვანეს, ორი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას უცხოური მედია ესპანეთის სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. გემი მოსკოვის დროით 2 საათსა და 22 წუთზე, ესპანეთის ქალაქ აგილასისა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის, საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა. მათი ცნობით, ძრავის ოთახში აფეთქება მოხდა.