
ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს ხვდება. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისია. ყოფილი სამხედროები ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში იკრიბებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებში ისინი აცხადებენ, არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორგანიზაცია "ფარის" წარმომადგენლები იმყოფებიან, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ და გარკვეულ ინფორმაციასა და ცოდნას ფლობენ კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით.
ყოფილი სამხედროები ერთ ერთ გამოსავლად პრეზიდენტს სახალხო ფორუმის შექმნას სთავაზობენ, სადაც ყველა ჯგუფს, რომელიც ჩართულია საპროტესტო მოძრაობაში, ეყოლება თავის წარმომადგენელი და ერთად განსაზღვრავენ როგორ უნდა ებრძოლოს საზოგადოება ოცნების მიერ შემუშავებულ სცენარებს.