კიშინიოვში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

მაია სანდუმ ფიცი დადო და მეორე ვადით მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ინაუგურაციის ცერემონია კიშინიოვში, რესპუბლიკის სასახლეში გაიმართა.

სანდუ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირდაპირი კენჭისყრით. სანდუმ პრეზიდენტის ფიცი პირველად 2020 წლის 24 დეკემბერს დადო.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართა. მაია სანდუმ ხმების 55,35% მიიღო, მისმა ოპონენტმა პრორუსმა ალექსანდრ სტოიანოგლომ კი 44,65%. საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები 28 ნოემბერს დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი