"20 იანვრის მერე იტყვიან, ტრამპმა აშშ-ში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები... წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება" | მელია "ოცნების" მოლოდინშერბილებულ განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია "ქართული ოცნების" დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინშერბილებულ განცხადებებს ეხმაურება.

"რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და ამშვიდებდნენ სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს. ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს. "თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება", - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები. წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება", - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.
 

ცნობისთვის, დღეს, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინშერბილებული განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე გააკეთა. კალაძემ თქვა: "ტრამპი გაატარებს ამერიკის ინტერესს... ჩვენს გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს". 

მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი