"ხვალ, 7 საათზე, ისევ შევიკრიბებით ორბელიანების სასახლეში... პრეზიდენტთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც" | ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ხვალ, 7 საათზე, ისევ შევიკრიბებით ორბელიანების სასახლეში... პრეზიდენტთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც," - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ორი საკითხია აქ. პირველი დოკუმენტურად გავიარეთ, რა არის გასასწორებელი იმისთვის, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური მდგენელი. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტთან, როგორ უნდა დაორგანიზდეს და როგორ უნდა დავორგანიზდეთ იმისთვის, რომ 29-ის შემდგომ ეფექტურად გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს აზრები გავცვალეთ. ხვალ 7 საათზე ისევ ვიკრიბებით და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი აზრები და ხედვები ემთხვევა. მთავარია, რომ ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე - ლეგიტიმაციის წყარო კვლავ პრეზიდენტშია და მასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც. იმ მექანიზმზეც ვისაუბრეთ, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს მასთან ერად იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი