საქართველოში კორონავირუსით 35-ე ადამიანი გარდაიცვალა. დღეს საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, 82 წლის ქალი 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდში" მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანეს.
პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა.