სისტემური წამება ძალოვნების მხრიდან | საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე დასკვნები

გამოქვეყნდა:

Human Rights Watch-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად მძიმე დასკვნა. გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციები ნიღბიანი ძალოვნების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობასა და წამებას სისტემურ დანაშაულად აფასებენ და ღიად მიუთითებენ, რომ ეს მართული იყო არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. 

გავლენიანი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი, გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს ევროკავშირს, აამოქმედოს სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც საქართველოში უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

უცხოელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ქვეყანაში გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩამოვიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს დაზიანებების უკანონო დაკავებებისას ნაცემი დემონსტრანტების სხეულზე. დაზიანებების ხარისხი და ძალოვნების ძალადობის სისტემურობა მათ წამებად შეაფასეს.

უფრო ვრცლად ნახეთ ნანა მაჩაბლის სიუჟეტში.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი