მინუს 237 მილიონი ევრო | "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკით საქართველო გერმანიის დაფინანსებასაც კარგავს

გამოქვეყნდა:

მინუს 237 მილიონი ევრო - ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკით საქართველო მორიგ დაფინანსებას კარგავს. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სწორედ ამ მოცულობის სამთავრობო პროექტების დაფინანსება სრულად გაჩერდება. 

პარალელურად ბერლინი აკეთებს განცხადებას, რომ გააგრძელებს სამოქალაქო სექტორის დაფინანსებას - საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერისთვის. 

გერმანია არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმს, პრორუსული პოლიტიკის გამო დაფინანსებას უჩერებს. ასობით მილიონი ევრო საქართველომ უკვე დაკარგა შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, შვედეთის, დანიისა და სხვა ქვეყნებისგან დაფინანსების შეჩერების მიზეზით.

უფრო ვრცლად ნახეთ ნინო სამყურაშვილის სიუჟეტში.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი