"ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ, რომ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო" | ნინო სუხიშვილი პროტესტზე

გამოქვეყნდა:

"მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ყველა პატიმრის, დაზარალებულის, ნაცემის, დასახიჩრებული ადამიანის მიმართ, რომელიც ასე უმოწყალოდ გაიმეტა ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ.

შიშზე იყო საუბარი... გამახსენდა მეც 37 წელი, რომელიც გვახსოვს ბებია-ბაბუების მოყოლილი. ის ახალგაზრდები, ვინც უკვე თითქმის 1 თვეა ქუჩაში დგას, მათ შიში არ აქვთ, იმათ ვერავინ შეაშინებს, ისინი რისკიანი თაობაა, ის თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის.

თავისუფლება ხომ მხოლოდ სიტყვა არაა, თავისუფლებას მოპოვება უნდა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, რომელიც არ დაემონება, მათ არ უნდათ, რომ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო."

- თქვა ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" დირექტორი, ნინო სუხიშვილი "TV პირველის" ეთერში.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი