ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური აზიის ქვეყნების საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავს ოპერირებას უწევდა აზერბაიჯანის ავიახაზები. სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ გროზნოში ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.

ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას რამდენიმე ადამიანი გადაურჩა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი