რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ალანია მოლში" აფეთქება მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, რომელიც მომხდარის დროს შენობაში იმყოფებოდა. კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.
აფეთქება სავაჭრო ცენტრის გახსნამდე მოხდა. ადგილზე ხანძარი იყო, რომელიც ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით უკვე ლიკვიდირებულია.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გაზის გაჟონვას უარყოფენ, რადგან შენობა გაზიფიცირებული არ არის.