მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში, სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზში გაიმართება.
ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია და მიიწვია თუ არა "ოცნებამ" მასზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულ პარლამენტში, ივანიშვილის ხმოსნებმა ყაველაშვილი "პრეზიდენტად" 14 დეკემბერს დანიშნეს.