საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ არ მიეცა საშუალება, პირადად მიელოცა პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი.
"ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!
დღეს, როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა!
ვწუხვარ, არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება, პირადად რომ მომელოცა ეს დღე!" - წერს პრეზიდენტი.