რუსეთის დროშით მილოცვის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს | ბათუმელები

გამოქვეყნდა:

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, რუსეთის დროშით მილოცვის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს. მათი ინფორმაციით, პოსტი დატოვეს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

გამოცემას აკადემიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მათ პირადი გადაწყვეტილებით, განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

"ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უშუალო შემსრულებელმა პირადი გადაწყვეტილებით განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით – აკადემიის ხელმძღვანელობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა", - აცხადებენ ისინი.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა, ფაქტის ამსახველი “სქრინი” “აჭარა თაიმსმა” მოიპოვა. საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეილიდან მიუვიდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი