[პრემიერთან] ვთქვი, რომ როცა ასეთი რთული სამუშაო გაქვს, ფხიზლად უნდა იყო. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერშის, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს - ამბობს პროპაგანდისტული "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, არალეგიტიმურ პრემიერთან, ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ საუბრისას.
შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა, მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენ მთავრობას უცებ თავზე, ეგზისტენციალური საშიშროებიდან უნდა გამოვიყვანო მე ჩემი ქვეყანა, რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ. ეს ვთქვი მე იქ. და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ესეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ რაც მე ვთქვი ეს მოყვე და მოყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა მაინც დაგიჯეროს შენი მოსახლეობის, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომები, მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომელიც გიწევს მერე 1 საათში შეცვლა, ახსნა, ამდენი ხანია უკვე, რა თქვა პრემიერმა განცხადებაში, იმას ვისმენთ ხო?! ეს არ შეიძლება" თქვა რუხაძემ. [სტილი დაცულია]