"საბჭოსა და სადამფუძნებლო დოკუმენტზე წარმოდგენები შეიქმნა, დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და შემდეგ დავიწყებთ ფუნქციონირებას" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებულ საბჭოსა და სადამფუძნებლო დოკუმენტზე დღეს გარკვეულწილად წარმოდგენები შეიქმნა და დრაფტი უკვე არსებობს.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ საბჭო უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას.

"29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადმოგდებული ხაფანგი, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოს პრეზიდენტი ბუნებრივია აიღებს.

თუმცა, ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, მისი საქმეა სრულად, ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა აქამდე ისე, როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება.

გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოსა და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა, ბუნებრივია პრეზიდენტმა უნდა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ფუნქციონირებას", - თქვა გვარამიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი