ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა.
ეს ინიციატივა პრეზიდენტთან შეხვედრაზე "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა დოლიძემ გააჟღერა.
"მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი", - თქვა მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ამ ინიციატივას მხარს უჭერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
"ანა დოლიძემ გაახმოვანა ეს და ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. ანას წინადადება იყო და მე პირადად სრულიად მხარს ვუჭერ იმას, რაც ანამ თქვა", - თქვა გვარამიამ.
29 დეკემბერს "ქართული ოცნება" არალეგიტიმური ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს.