დაპირისპირება ოცნების დანაშაულებრივ კლანებს შორის უმწვავეს ფაზაშია. როგორ ჩანს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისა და ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაზავების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
კონფიდენციალური წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ ასამდე ნიღბიანი პირი გუშინ ფიტნეს კლუბ "ასპრიაში" მას შემდეგ შეიჭრა, რაც კლუბის დირექტორმა გდდს თანამშრომელს კლუბში გიორგი შინჯიკაშვილის ახლო მეგობრის, გიორგი უბილავას მისვლის შესახებ შეატყობინა.
"ასპრიამ "მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ირიბად დასტურდება, რომ სავარაუდოდ ხარებას დაჯგუფების წევრები ნამდვილად შეიჭრნენ დარბაზში.
ვინ არის გიორგი უბილავა და როდის დაბრუნდა ის ქვეყანაში? - უფრო ვრცლად იხილეთ ნინა მაჩაბელის სიუჟეტში.